გვაქვს ინფორმაცია, რომ მაინცდამაინც დღეს აპირებს გახდეს ცუდად – კობახიძე სააკაშვილზე

გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს, გახდეს ცუდად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.

„სააკაშვილს რაც შეეხება და მის იმიტირებულ შიმშილობას. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს, გახდეს ცუდად. ანუ აპირებს სიმულირებას, რომ მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის. როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი, სამარცხვინო დამნაშავე, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ. ეს არის სამარცხვინო კაცი. კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს, მაგრამ ეს არის სამარცხვინო კაცი. მისი უფლებაა, იყოს სამარცხვინო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმთელი ციხე იცინის, რომ დღეში 3 ლიტრა ლიმონათს სვამს – კობახიძე სააკაშვილზე
შემდეგი სტატიამარტვილში, საარჩვნო უბნებთან ” ქართული ოცნების ” წარმომადგენლები არიან მობილიზებული