გუშინ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად არჩევნების წინასწარი, ორგანიზებული გაყალბება ხდებოდა – სამადაშვილი

გუშინ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად არჩევნების წინასწარი, ორგანიზებული გაყალბება ხდებოდა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობას და დიპლომატიურ კორპუსს ესმოდეს, რომ არც ერთი რეკომენდაცია უკანასკნელი არჩევნების მერე გათვალისწინებული არ არის. ვისაუბრეთ იმაზე, რაც ხდება ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში: ზეწოლა, მოსყიდვა, მუქარა ამომრჩევლების მიმართულებით. ჩვენი თხოვნა იქნება, ხელისუფლებამ მიიღოს ძალიან მკაცრი გაფრთხილება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისგან, ასევე აშშ-სგან არჩევნებამდე. გუშინ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად არჩევნების წინასწარი, ორგანიზებული გაყალბება ხდებოდა”, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შენგელია „ოცნების თასის“ ფინალურ შეხვედრას დაესწრო
შემდეგი სტატიაჩვენ არ მოგვიწვევია გიორგი ქობულია, უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს და ისინი ჩაატარებენ შეხვედრას