ჩვენ არ მოგვიწვევია გიორგი ქობულია, უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს და ისინი ჩაატარებენ შეხვედრას

ჩვენ არ მოგვიწვევია გიორგი ქობულია. უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და შესაბამისად ისინი ჩაატარებენ შეხვედრას- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. ჩუგოშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ოფიციალურ შეხვედრად არ ითვლება.

„ჩვენ არ მოგვიწვევია გიორგი ქობულია. ჩვენ, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მოქმედ მინისტრებს ვიწვევთ და მათ ვესაუბრებით მიმდინარე მოვლენებზე, იმაზე, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყო. უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და შესაბამისად ისინი ჩაატარებენ შეხვედრას. ეს ოფიციალური შეხვედრა ვერ იქნება, მაგრამ ბუნებრივია, პარლამენტის წევრს აქვს უფლება ნებისმიერ პირს დაელაპარაკოს, თუ ფიქრობს, რომ მისგან რაღაც ინფორმაცია სჭირდება. ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს და პრობლემურს ვერ ვხედავთ. უმრავლესობაში თუ რაიმე კითხვები გვიჩნდება, უმრავლესობაშივე ვსვამთ ამ კითხვებს და პარტიის შიგნით. გვაქვს სხვადასხვა ფორმატები, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პარლამენტში დღეს მივა.

banner
წინა სტატიაშიგუშინ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად არჩევნების წინასწარი, ორგანიზებული გაყალბება ხდებოდა – სამადაშვილი
შემდეგი სტატიასაზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დღეს დაიწყება