,,გუშინ ყურები დააჭრა, დღეს ყელი გამოჭრა, მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით ” – თინა ხიდაშელი მკვლელობებზე

საქართველოში შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებას თინა ხიდაშელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

,,გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოჭრაო. არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ამ სიბნელეს, ძალადობის და სისასტიკის დემონსტრირების მზარდ გამოვლინებებს რა ეშველება.
ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება ეს თუ ვერ გავაჩერეთ!
მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით, ასჯერ ვესროლეთ, ათასჯერ ჩამოვახრჩეთ, ლინჩის წესით გავასამართლეთ სრულიად ქვეყანამ. მე მის დაცვას არც ვაპირებ არც ვიკადრებ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლული, დასახიჩრებული, ყელგამოჭრილი და ნაწამები ცოლების მკვლელების სახელები მაინც თუ გახსოვთ ვინმეს?
ასე ვერ შევდგებით ვერც საზოგადოებად და ვერც სახელმწიფოდ” – წერს თინა ხიადაშელი

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის “ქრონიკის” კორესპონდენტმა გურამ როგავამ ტელეკომპანია დატოვა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: „ქართული ოცნების“ გუნდს წარმატებული ადამიანები და კარგი იურისტები უერთდებიან