გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი იწყება – დაცვის მხარე მის გათავისუფლებას ითხოვს

დატოვებს თუ არა საპატიმროს დავით კირკიტაძე დღეს გაირკვევა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

კირკიტაძეს, რომელსაც პოლიციისთვის ძალადობით წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა იმ მოტივით შეუფარდა, რომ ის სხვა სასამართლო განხილვაშიც ფიგურირებდა ბრალდებულის სახით. თუმცა მალევე მეორე სასამართლო დავაში, რომელიც მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხებოდა, კირკიტაძე გამართლდა.

სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოში ამ წუთებში იწყება. სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან. სასამართლოს ეზოში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

დავით კირკიტაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დააკავეს.

„ჩვენ დაცვის მხარე სასამართლოს მივაწვდით უმნიშვნელოვანეს ახალ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ნულოვანს გახდის შანსს, რომ მის მიმართ ძალაში დარჩეს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება. ჩენ მოვითხოვთ დღეს შეცვლილი, გაუქმებულ იქნას დაპატიმრება, იგი გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მისცემს ახალ ფაქტობრივ გარემოებს და გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი პროცესი ყველასათვის დამანგრეველია – წულუკიანი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე მხარეებს მსჯელობას სთავაზობს
შემდეგი სტატიაScope Ratings GmbH-მა ლისი დეველოპმენტის საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა