გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში, 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.

ასევე ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის, 2,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მელუშეეთში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი. ტერიტორიიდან ამოღებულია 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის დახერხილი ხე-მასალა” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

banner
წინა სტატიაშიევრონესტის ბიუროს წევრების მხარდაჭერა ოცნების წევრმა ვერ მოიპოვა
შემდეგი სტატიაახალგაზრდა კაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და გარდაიცვალა