გულზე შემოგეყრებათ ისეა შესრულებული მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე სამუშაოები, დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯებით გამოასწორებინეთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კალაძის თქმით, თამარ მეფის ხიდის პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს სრულდება და ხვალიდან ამ გზით სარგებლობა უკვე შესაძლებელი იქნება.

მერის განმარტებით, მთლიანად განახლდა და მოწესრიგდა არსებული ინფრასტრუქტურა.

ამასთან, კახა კალაძე შეეხო მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და აღნიშნა, რომ სამუშაოებით ძალიან უკმაყოფილოა.

„აქ დამთავრდა გზის მოწყობითი სამუშაოები, რამოდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით, დავათვალიერეთ სამუშაოები, არვიცი, დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება, გულზე შემოგეყრებათ ისე არის სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

მან ერეკლე ბენდელიანს დაავალა, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დღეს მერიაში დაიბარონ და საგზაო სამუშაოები თავისივე ხარჯებით თავიდან განახორციელოს.

„მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან. კატეგოირიულად მიუღებელია ასეთი პროექტის ჩაბარება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენმა ლაბორატორიის თანამშრომლებმაც, რომლებიც მისულები იყვნენ და ამოწმებდნენ სამუშაოებს, აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდ არის ყველაფერი გაკეთებული. მინდა, ეერეკლე ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯებით გამოასწორებინეთ ყველაფერი. თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი, როგორც განვითარებულ ქალაქებშია და დაექვემდებარონ იმ სტანდარტებს, მოთხოვნებს, რომლებიც არის მერიის მხრიდან“ ,- განცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიაპირი, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს, როცა ადამიანი ამას განზრახ აკეთებს – ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე