გულნარა კარიმოვა მამას გამოსამშვიდობებელ სიმღერას უმღერის (ვიდეო)

ქსელში გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელიც უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის ხსოვნას ეძღვნება – ის ადგილობრივმა სააგენტო “ფერგანამ” “იუთუბზე” გამოაქვეყნა.
სააგენტოს მონაცემებით, სიმღერა, რომელიც კლიპში ჟღერს, ყოფლი პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის მიერ არის ჩაწერილი. ვიდეო 1991 წლის საარქივო ჩანაწერებიდან იწყება.

ცნობილია, რომ გულნარა კარიმოვა მომღერლის სოლო კარიერით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის პრეზდენტს ისლამ კარიმოვს დღეს დაასაფლავებენ. ის 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანას 1991 წლიდან მართავდა.

 

https://youtu.be/jcJRsJvb1gI

banner
წინა სტატიაშიობამამ ჩინეთს სთხოვა კუნთები არ ათამაშოს
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ დიმიტრი ხუნდაძეს სიცრუეში ამხელს