ობამამ ჩინეთს სთხოვა კუნთები არ ათამაშოს

4 (1)აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჩინეთში G20-ს სამიტზე აპირებს, ოფიციალურ პეკინს, ტერიტორიალური წყლების პრობლემის გადაჭრის საკითხში სიმშვიდისკენ მოუწოდოს. ამერიკელმა ლიდერმა, სამხრეთ-ჩინეთის ზღვა იგულისხმა. “თქვენ ხელშეკრულებას ხელი თუ მოაწერეთ, რომლის მიხედვიტაც, პრობლემა ზღვის შესახებ საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაშინ ფილიპინელებისა და ვიეტნამზე მეტად, არ ხართ ის ქვეყანა, რომელიც კუნთებს უნდა ათამაშებდეს” – თქვა ობამამ.
ობამას თქმით, ძალის გაზრდა, მოთმინების გაზრდას უდრის. ამის მაგალითად, მან აშშ მოიყვანა, რომელიც, ამერიკელი ლიდერის თქმით, “ზუსტად მოთმინების ხარჯზე გახდა ძლიერი”.
“დიდი” ოცეულის სამიტი 4 და 5 სექტემბერს პეკინში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის პოლიცია 3 ათასი ადამიანის დასაქმებას აპირებს
შემდეგი სტატიაგულნარა კარიმოვა მამას გამოსამშვიდობებელ სიმღერას უმღერის (ვიდეო)