გუკა რჩეულიშვილი : პრივილეგია მერგო, სამყარო შიგნიდან დამენახა – ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად

გუკა რჩეულიშვილი დაკავებამდე: საარჩევნო შოუს დავარქმევ, სამი ადამიანი ჩემ გამო დააკავეს

ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი ”ფეისბუქის” გვერდზე წერს:

”თითქმის სამი თვე გავიდა, რაც მე პრივილეგია მერგო, სამყარო შიგნიდან დამენახა. ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად, თავისუფლების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად, რაც მთავარია მანამდე უმნიშვნელო დეტალებზე დასაკვირვებლად. სამყაროში პოზიტიური და ნეგატიური ენერგია თანაბარია, დანარჩენი განწყობაზეა, თუ რომლის აღქმა უფრო სურს ადამიანს. გლდანში ბევრად მეტი დადებითი პიროვნება გავიცანი, ვიდრე უარყოფითი, რამაც ძალიან გამახარა. აქ ყურადღების ყველანაირ გამოხატვას ასმაგად აფასებ და მე ბედნიერი კაცი ვარ, რადგანაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმ ხალხის, ვისი იმედიც მქონდა, არა მატო გაამართლა ჩემი ვარაუდი, არამედ ყველა მოლოდინს გადააჭარბა! მე ვამაყობ ასეთი მეგობრები რომ შემხვდა ! მე ვამაყობ ასეთი ოჯახი რომ მყავს! მე ვამაყობ ქართველი რომ ვარ! ზუსტად ვიცი, ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, ჩრდილოელი Night walker-ები ვერ მოგვერევიან! ჩვენ გვიცავს კავკასიონი და შინაგანი მორალური კოდექსი, რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს!”, – წერს გუკა რჩეულიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდგანან და ელიან – რა ხდება ტექნიკურ უნივერსიტეტში?!
შემდეგი სტატიამდიდარი ჩინელის შვილმა საკუთარ ძაღლს რვა iPhone 7 უყიდა