„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით.

საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. „დუდლს“ მომხმარებელი საძიებო სისტემის შესაბამის გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული.

banner
წინა სტატიაშიგანბლოკვამდე სანქციების მოხსნის მოთხოვნით რუსეთი მსოფლიოს აშანტაჟებს – კულება პორტებზე
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – გილოცავთ 26 მაისს, ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რასაც ჩვენი ხალხი, წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები იმსახურებს