გუდაურში ზამთრის სეზონი გაიხსნა

სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა მეოთხე ახალგაზრდის პოვნა, რომელიც ზვავში მოყვა

გუდაურში ზამთრის სეზონი გაიხსნა. როგორც „თაიმერს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გუდაურის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გაიხსნა.

„ჩამოსულ სტუმრებსა და დამსვენებლებს შემდეგი სასრიალო გზები დახვდათ:
კუდები I, კუდები II, კუდები III, სნოუპარკი. საბაგიროს სამუშაო საათებია: 10.00 – 16.30. სტუმრების განწყობაზე DJ SUMO ზრუნავდა. კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთოპატრული უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, კურორტზე 14 საბაგიროა: 1 გონდოლას ტიპის, 6 სკამებიანი, 4 საჩოჩიალო და 3 მოძრავი ხალიჩა. გუდაურში 70 კმ-იანი 22 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.

„გუდაურში მოქმედებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. რაც საშუალებას იძლევა კურორტი აღარ იყოს დამოკიდებული ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე და სეზონი ყოველწლიურად განსაზღვრულ დროს გაიხსნას. გუდაურში დამონტაჟებულია 29 თოვლის საფრქვევი აპარატი, რომელიც 1100 მეტრიან ტრასას ათოვლიანებს“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაში,,წუხილს გამოვთქვამ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეფორმა შეეხო”
შემდეგი სტატიავინ და რატომ უშლის ხელს საქართველოს უდიდესი სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას?!