მაია ცქიტიშვილი: გამორჩეულად მშრალი შემოდგომა გვქონდა, გვაქვს თოვლი ეს აისახება წყლის მოცულობაზე

„გამორჩეულად მშრალი შემოდგომა გვქონდა, ხედავთ, რომ არ გვაქვს თოვლი და ნალექი. ეს ყველაფერი აისახება წყლის მოცულობაზე. პიკურ სეზონზე, როგორიც არის ახალი წელი, გუდაურში, ასევე ბაკურიანში, წყლის მოხმარება რამდენჯერმე იზრდება, ამიტომ დაკლებული წყლის მარაგი ვერ აკმაყოფილებს ამ მოცულობას.

შესაბამისად, გუდაურშიც და ბაკურიანშიც პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლებიც მდებარეობდა სათავე ნაგებობების დონეზე მაღლა და დაკლებული წნევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონოდა ასეთი ტიპის დასახლებას. სამწუხაროდ, ეს არის ტექნიკური პასუხი, თუმცა არის ის რეალობა, რომელიც ამ სისტემაში შეიქმნა“,-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თემის კომენტირებისას გუდაურში განაცხადა, სადაც ვითარების გასაცნობად იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიგუდაურის მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უახლოეს საათებში აღუდგება
შემდეგი სტატიარა დაუნდობელიც იყო მაშინ, ისაა ახლაც, 87 წლის ასაკში