გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.

ამასთან,გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი ღელვა.

28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაში“გაინტერესებთ ვინ იყო მთავრობის მესენჯერი ზაზა ოქუაშვილთან,როცა საუბარი მიდიოდა ყადაღების მოხსნაზე?!”-ელისო კილაძე
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციამ „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმს უმასპინძლა