“ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე კოალიციიდან მისი გუნდის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
სანიკიძე ჟურნალისტებთან საუბრობს, რომ მათი გადაწყვეტილების შესახებ ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მაშინ გაიგებს, როცა ფორუმის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ “პოლიტიკიდან წასულ” ივანიშვილთან შეხვედრას არ გეგმავს.
“ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ ცალკე შეხვედრა არ გვქონია, მან გამოაცხადა, რომ პოლიტიკიდან არის წასული და თუ კაცი პოლიტიკიდან წასულია რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხზე კონტაქტი არ გვქონია და არც ვგეგმავთ. ბატონი ბიძინა გაიგებს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები”- აღნიშნა გუნაზ სანიკიძემ.
https://youtu.be/g0Zm-2_-Vt4