განმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მსურველმა მიიღო და მან საბოლოო ფასი 2 266 500 ლარი დააფიქსირა, რომლის გადახდისთვის აუქციონის წესების თანახმად მას 30 კალენდარული დღე განესაზღვრა. ამ დროისთვის მყიდველის ვინაობა უცნობია. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ქონების შეძენასთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

banner
წინა სტატიაშიბელგიის ვაგზალ შარლერუა-სამხრეთის მგზავრების ევაკუაცია მოხდა
შემდეგი სტატიაvideo გუბაზ სანიკიძე “პოლიტიკიდან წასულ” ივანიშვილთან შეხვედრას არ გეგმავს