გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

ახალ წლამდე ვაპირებს კიევში ჩასვლას და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას-ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერიმა გუბაზ სანიკიძემ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა.

არსებობს ორი ფორმულა:

ოპოზიციური ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ და მეორე ფორმულაა არც ნაცები და არც ქოცები. ბევრი ამბობს ამას. მოდი ვიყოთ გულახდილები, ბავშვები ხომ არ ვართ. ეს ფორმულა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვებას. შაჰაბასმა კითხა ერთხელ გიორგი სააკაძეს რომელი იარაღი გირჩევნიაო. რომელიც ხელში მომხვდება ისო.

სააკაშვილი არის ფაქტორი. ეს არის ჩვენი რეალობა. სააკაშვილი არის ყველაზე სერიოზული ფაქტორი. გარდა ამისა სააკაშვილი არ არის მარტო საქართველოს პლიტიკური ფიგურა. ის არის ფიგურა აღმოსავლეთ ევროპაში. ფაქტია ხალხო, თუ არადა ჩავიდეს ეს ბიძინა თავისი შვიდი მილიარდით და ასი ათასი კაცი გამოიყვანოს კიევში. სააკაშვილი მოგვწონს ჩვენ თუ არ მოგვწონს, არის მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ხანდახან გამიკვირდება ხოლმე: არ არის ფორმაში და რაღაცეებს ამბობენ. გაქცეულია კაცი ქვეყნიდან და მას ყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი,– აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2469030090048650/?t=0

 

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ევროკავშირის მისიის წევრები გარკვეული დროით დააკავა
შემდეგი სტატია“ყელის კიბო უშველის…” – არქიმანდრიტი ბართლომე ანიტა რაჭველიშვილზე