“მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე პარლამენტში და არა ბატონი წიკლაური, როდესაც ნაბახუსევზე გაიღვიძებს “

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა შოუს დადგმა მისი პარლამენტში მისვლით, თუმცა ის თანახმაა ამ შოუში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აპირებს თუ არა ის “გაზპრომის” საკითხზე პარლამენტში მისვლას.
“პარლამენტში მისვლაზე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანთან ექსპერტები იქნებიან ესენი, არასამთავრობოები თუ სხვა, ამ კონკრეტულ თემაზე შესახვედრად. ასევე პარლამენტში აუცილებლად მივალ. ცხადია, მათ უნდათ შოუს დადგმა. მე თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო ამ შოუში, თუმცა როდესაც დრო მექნება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა როდესაც ბატონი წიკლაური ნაბახუსევზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ როდის უნდა მივიდე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან “ნაციონალურ მოძრაობას” წერილობით აცნობა პარლამენტში მისვლის თაობაზე უარი, კალაძე აცხადებს, რომ იმ პერიოდში ვენაში იყო და ამიტომ პარლამენტში მისვლას ვერ მოახერხებდა.

banner
წინა სტატიაშიგრიპის ვირუსთან დაკავშირებით ოთხი კლინიკა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
შემდეგი სტატიაარჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად