,,გრიგოლ ვაშაძის, თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიები დაკავშირებულია „კა-გე-ბე“-სთან, მათ შეუძლიათ, საკუთარ CV-ში ჩაიხედონ”

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 14, 2018 16:01

,,გრიგოლ ვაშაძის, თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიები დაკავშირებულია „კა-გე-ბე“-სთან, მათ შეუძლიათ, საკუთარ CV-ში ჩაიხედონ”

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის, თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიები „კა-გე-ბე“-სთან არის დაკავშირებული და ამ ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარ CV-ში ჩაიხედონ.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის, თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიები „კა-გე-ბე“-სთან არის დაკავშირებული და ამ ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარ CV-ში ჩაიხედონ.

გედევან ფოფხაძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა.

„ეს პოზიცია ევროპარლამენტიდან რომ არ მითხრან, იგივე პოზიცია ისედაც მაქვს. ქალი კანდიდატი ვისი კანდიდატიც არ უნდა ყოფილიყო, შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე აგებული კამპანია არასწორი იყო და ასეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ. ეს ღირებულებების დონეზე არასწორი ქცევაა. ჩვენი ოპონენტების შემთხვევაში, მიზანი ნებისმიერ საშუალებას ამართლებს და ეს მათი მხრიდან გასაკვირი არ არის. ვაშაძის, ალასანიასა და სააკაშვილის ბიოგრაფიები „კა-გე-ბე“-სთან დაკავშირებულია და შეუძლიათ, CV-ში ჩაიხედონ. ეს მათ მიმართ ბრალდებაც არ არის, მათი ბიოგრაფიის შეხსენებაა საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ფოფხაძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 14, 2018 16:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,872
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics