გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას ქუთაისში მისცემს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას ქუთაისში მისცემს.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
“მე მინდა მივმართო ამომრჩეველს – გადადეთ ყველა საქმე და მიდით არჩევნებზე, რადგან თქვენ ირჩევთ საქართველოსა და თქვენი შვილების მომავალს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ხმას ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე მისცემს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი: ტრამპი და პუტინი არგენტინაში G20-ის სამიტზე შეხვდებიან
შემდეგი სტატიამთელ საქართველოს მოვუწოდებ, რომ გააკეთოს გონივრული არჩევანი