გრიგოლ ვაშაძე : 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით ან ისეთ ქუჩას მიიღებენ, რომელიც არ უნახავთ

შედეგი იქნება მარტივი – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით ან ისეთ ქუჩას მიიღებენ რომელიც არ უნახავთ, – ამის შესახებ თემის კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის გუშინდელი პლენარული სხდომა შეაფასა.

„არ ვიცი, რა იყო გუშინდელი უნიჭო სპექტაკლის მიზანი, ჩვენი მოკავშირეებისთვის ეჩვენებინათ, რამდენად ძნელია, იყო დემოკრატიულ საქართველოში და დაპირება შეასრულო, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ, რამდენად შიდა დემოკრატია აქვთ ე.წ. „ქართულ ოცნებაში“.

დარწმუნებული იყავით, რომ დღეს მისცემს ყველა ხმას. გაზაფხულზეც მისცემენ ხმას, რადგან თუ ვიღაც ფიქრობს, რომ რადიკალურად გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ექნებათ იანვარში, თებერვალში, მარტში, რათა გაზაფხულზე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები, ის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავარი დებატები დღეს იქნება
შემდეგი სტატიაემოციური დისკუსია იყო… დავიცავთ პირობას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ – აკაკი ზოიძე