“ლენდოს” დაყაჩაღების საქმეზე ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს

ზუგდიდში „ლენდოს“ დაყაჩაღებისთვის დაკავებული მერიის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია.

სამართალდამცველებმა 52 წლის გიგლა გოგილავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იარაღი და ნიღბები ამოიღეს. თავდასხმა ბანკზე 31 დეკემბერს მოხდა.

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როცა სალაროს გადაბარება ხდებოდა.

თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი გაიტაცა. გოგილავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია „ქართული ოცნება“ სხდომას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
შემდეგი სტატიაგორში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით, 32 წლის ქალბატონი გარდაიცვალა