გორში საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე საუბრობენ

გორის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის იმპიჩმენტი არ განხორციელდა. ირაკლი ოქრუშვილის ფრაქციის წევრები სამანდატო საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ. საკუთარი პარტიის წევრს სოლიდარობა ირაკლი ალასანიამ გამოუცხადა, რომელიც გორში ჩავიდა და საკრებულოს სხდომას რამდენიმე წუთით დაესწრო. ალასანიას განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრზე პოლიტიკური დევნა მიმნდინარეობდა.

ალასანიას წასვლის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილიც მივიდა, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე ათზე მეტი საკითხი ჰქონდა ინიცირებული. ალასანიას მსგავსად მან სხდომა მალევე დატოვა. ამასობაში მმართველი პარტიის დეპუტატებმა, რომლებმაც დღეს უკვე ფრაქციის აღდგენაც მოახერხეს, „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის დახმარებით, ოქრუაშვილის ყველა პროექტი ჩააგდეს. საკითხების ჩაგდების შემდეგ ოქრუაშვილის პარტიის ყველა წევრმა საკრებულოს თავმჯდომარის ჩათვლით საკრებულოს სხდომა დატოვა.

დღევანდელი სხდომის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატები უკვე ირაკლი ოქრუაშილის პარტიის წევრის და საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. მეტრეველის გადადგომის ყველაზე აქტიური მომხრე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ თედლიაშვილია.

banner
წინა სტატიაშიფხენიანში 40 წლის მანძილზე პირველად გაიხსნა კორეის შრომის პარტიის ყრილობა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის პირდაპირი მინიშნება ნარმანიას იმპიჩმენტზე