გორისა და კასპის მე-15 ოლქში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგა

ორისა და კასპის ნომერ მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი შედგა.

პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დატოვეს. მათ მაჟორიტარული და პროპორციული ხმების შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერაზე უარი თქვეს.

„დასრულდა #15 მაჟორიტარულ ოლქში შედეგების შეჯამება. შეჯამდა როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული შედეგები. უკვე ოფიციალურად მაჟორიტარული სისტემით გამარჯვებულად გამოცხადდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი. ჩვენი ადმინისტრაცია ვულოცავთ გამარჯვებულ კანდიდატს. რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაწილს, ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითონ გამოაცხადებს შედეგებს. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, კომისიის ყველა წევრი ვალდებულია, მოაწეროს ხელი შემაჯამებელ ოქმს.

მას თუ განსხვავებული აზრი გააჩნია, კანონმდებლობა ამასაც იცნობს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა უარი თქვა ხელის მოწერაზე. მათი განსხვავებული აზრი სხდომის ოქმში აისახება. კენჭისყრის დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად დავდიოდით უბნებზე და რამდენიმე უბანზე ვესწრებოდით ხმების დათვლას. თუ ვინმეს პრეტენზიები ჰქონდა, ადგილზევე შეეძლოთ ეს ეთქვათ. საჩივრებზე იყო რეაგირება, ორი უბანი თავიდან გადაითვალა, თუმცა რა მონაცემებიც ასახული იყო, იგივე დადგა და კანონდარღვევას იქ ადგილი არ ჰქონია. საქართველოს კონსტიტუციით, გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქის ნებაა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ნომერ მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივროპარლამენტარები მთავრობას: არ მოახდინოთ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება
შემდეგი სტატიაოპოზიცია 2-3 მანდატზე სავაჭროდ, დიალოგზე არ წავა – როგორია პოლიტიკოსების შეფასებები