გორის ზოოპარკში დათვმა 60 წლის კაცი დაგლიჯა – მისი მდგომარეობა მძიმეა

გორში. ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილ ზოოპარკში დათვმა 60 წლის მამაკაცი დაგლიჯა.60 წლის მამაკაცს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული.

თვითმხილველების განცხადებით, გია ჯაფარიძემ დამცავი ბარიერი გადალახა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სამხედრო ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, პირველადი სამედიცინო დახმარება დაშავებულს ცენტრალური პარკის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.

banner
წინა სტატიაშინემო ბურჭულაძის ვაჟი კენჭს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარად იყრის
შემდეგი სტატიაიტალიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა