იტალიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

italia

როგორც „ბიბისი“ წერს, 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.
ამჟამად სტიქიის დაზარალებულ ქალაქებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ბევრი ადამიანი იყოს.

1472023697007585

მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

banner
წინა სტატიაშიგორის ზოოპარკში დათვმა 60 წლის კაცი დაგლიჯა – მისი მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს