ნემო ბურჭულაძის ვაჟი კენჭს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარად იყრის

13632776_1280734405289772_1446369053_oამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს. ლიბერალ-დემოკრატების თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე შეეცდება, წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო გაერთიანებული რაიონების მოსახლეობის გული მოიგოს და ახალ პარლამენტში დეპუტატი სწორედ ამ საარჩევნო ოლქიდან გახდეს. ინფორმაცია “თაიმერს” თავად მუხრან ბურჭულაძემ დაუდასტურა.
მუხრან ბურჭულაძე პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით ყოფილი მმართველი პარტია დატოვა და თავისი პოლიტიკური პარტია შექმნა.
აქვე, აღსანიშნავია, რომ მუხრან ბურჭულაძე ნემო ბურჭულაძის ვაჟია.
ბურჭულაძის კონკურენტები არიან „ნაციონალებიდან“ ლევან ქარდავა, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალიდან – გიორგი ხარჩილავა, „ოცნებიდან“ კი – გოგა გულორდავა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე: პაპუაშვილმა უნდა განმარტოს პლენუმის შეხვედრის ჩაშლის მიზეზები
შემდეგი სტატიაგორის ზოოპარკში დათვმა 60 წლის კაცი დაგლიჯა – მისი მდგომარეობა მძიმეა