გორის ციხე ერთ-ერთი ადგილია, რომელსაც ელჩი დეგნანი ამ შესანიშნავ ქალაქში თავისი პირველი ვიზიტისას ეწვია

გორის ციხე ერთ-ერთი ადგილია, რომელსაც ელჩი დეგნანი ამ შესანიშნავ ქალაქში თავისი პირველი ვიზიტისას ეწვია. USAID/Georgia-ს მხარდაჭერით ეს ციხე ისტორიის ცოცხალ ძეგლად გარდაქმნის პროცესშია, რის მეშვეობითაც ტურისტები მეტს გაიგებენ გორისა და შიდა ქართლის შესახებ.
გორში ვიზიტისას ელჩი შეხვდა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილსა და შიდა ქართლის გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ცენტრის წარმომადგენლებს.
ელჩი შეხვდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლებსა და მოხალისეებს, რათა მადლობა გადაეხადა მათთვის COVID-19-ის კრიზისის დროს გაწეული შრომისათვის სიცოცხლის გადასარჩენად. მათთან ერთად ელჩმა გორის მაცხოვრებლებს საკვები და სხვა საჭირო ნივთები დაურიგა. ელჩი ასევე შეხვდა ადგილობრივ ოსტატებს და მეწარმეებს, რომლებიც მუშაობენ კერამიკაზე და აწარმოებენ ჩიფსებს, წვენს და გორის უნიკალურ ღვინოს.
ვიზიტის დროს ელჩმა მიიღო ინფორმაცია რეგიონში COVID-19-ის გავლენაზე, მოახლოებული არჩევნებისთვის მზადებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის გამო ჩნდება.

banner
წინა სტატიაშიუნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ