Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

2საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოში ყველაზე დიდმა ინტერნეტ საძიებო სისტემა Google-მა მიულოცა.

დღეს მის საწყის გვრდზე შესულ ვიზიტორებს ფეიერვერკები დახვდათ. ფოტოზე დაკლიკების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ინფორმაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ზოგადად ქვეყნის შესახებ, ასევე საქართველოზე ნახონ ბაზაში არსებული ფოტოები.

Google-ი უკვე 16 წელია პერიოდულად ცვლის საწყისი გვერდის დიზაინს რაიმე მოვლენის, ან თარიღის აღსანიშნად. მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის დიზაინის ამგვარი ცვლილებები ამ მოვლენის შესახებ ინფორმაციის მაძიებლეთა რაოდენობას ზრდის.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია : ცხადი ხდებოდა დღითიდღე ეს ყველაფერი
შემდეგი სტატიასახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო