გონიოში დაკარგული კურსანტების ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს

თითქმის 2 კვირაა გონიოში დაკარგული კურსანტების ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს.

გეგმიური სწავლების დროს დაკარგული სპეციალური ოპერაციების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის პოვნა, მცდელობის მიუხედავად, ვერ ხერხდება.

სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი – ასევე შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები.

ორი ახალგაზრდა გონიოში 16 აგვისტოს დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიდევიდ მაკალისტერი : მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას
შემდეგი სტატიადენიელ ფრიდი : ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს