გონიერი ადამიანი ხვდება რომ უმთავრესი არა ღვთიმსახურების რიტუალიზმია და ტიპიკონების დაცვა, არამედ სიყვარული ღვთის და ადამიანის

გონიერი ადამიანი ხვდება რომ უმთავრესი არა ღვთიმსახურების რიტუალიზმია და ტიპიკონების დაცვა, არამედ სიყვარული ღვთის და ადამიანის, ასეთია ქრისტეს პასუხი იმაზე, თუ რა არის რჯულში უმთავრესი.

გონიერი ადამიანი ხვდება რომ უფალს არ უნდა მოუწყოს გამოცდა და არც მოყვასის სიცოცხლე შეაგდოს სასწორზე.

გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ის კი არაა ჭეშმარიტი, რაც ბრბოს უნდა, არამედ ის, რაც საღი აზრი გვკარნახობს და სიყვარული.

დღეს ზედაპირულობამ, ცრუ ღვთისმოსაობამ, უპასუხისმგებლობამ და უცოდინრობამ, ამპარტავნულმა ფსევდომორწმუნეობამ უფრო მეტი ავნო ეკლესიას და რწმენას, ვიდრე ათეისტებმა და სხვაგვარადმორწუნეებმა.

მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მწამს რომ სიმართლე იზეიმებს და დაბრმავებული და ფანატიზმშემოსილი ჩვენი ერის ნაწილი განისწავლება, “რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი, თაყვანისცემდნენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა”!

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები რა პრეპარტს იყენებენ-ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიადიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა: დარჩით სახლში საკუთარ თავთან მარტო ამ წმინდა დიდმარხვაში, ესაა უდაბნო!