კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები რა პრეპარტს იყენებენ-ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი

კორონავირუსით ინფიცირებული ჩვენი პაციენტების უმრავლესობა ხლოროხინს იყენებს, რომელიც ერთ-ერთ საიმედო პრეპარატად ითვლება როგორც მსუბუქი, ისე საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პრეპარატი ექსპერიმენტული პრეპარატი არ არის და დიდი ხანია, მალარიის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

„როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, ამ პრეპარატს სხვადასხვა დაავადებების, სხვადასხვა ავტოიმუნური დაავადებების დროსაც ვიყენებდით. პრეპარატი ახალი არ არის, ძალიან დიდი ხნის გამოცდილი პრეპარატია. როდესაც პირველი კონსულტაციები გვქონდა ჩვენს ჩინელ კოლეგებთან, პირველი ტელეხიდი ამ რამდენიმე კვირის წინ მოეწყო საქართველოში ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სამინისტროს მედიაციით, მაშინაც გაიჟღერა ამან, რომ ერთ-ერთი ეფექტური ე.წ. ხლოროხინის სხვადასხვა ფორმებია ამ წამლის, გამოყენების შესახებ, რომელსაც საქართველოში წარმატებით იყენებს ბატონი თენგიზის კლინიკა და სხვა კლინიკები ამას უკვე რამდენიმე კვირაა, დიახ ეს სწორია. და ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, პატარა განსხვავება არის, ამ დეტალებში მე ახლა ღია ეთერში არ ჩავალ. ამ ხლოროხინის სხვადასხვა მოდიფიცირება სწორედ გამოიყენება და ერთ-ერთ საიმედო პრეპარატად ითვლება როგორც მსუბუქი, ისე საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ. როგორც ვიცი, უმრავლესობა დღეს ჩვენი პაციენტებისა, ვინც არიან დღეს საავადმყოფოებში, ამ პრეპარატს იყენებენ“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსზე ცხრა პირის ტესტის პასუხი უარყოფითია
შემდეგი სტატიაგონიერი ადამიანი ხვდება რომ უმთავრესი არა ღვთიმსახურების რიტუალიზმია და ტიპიკონების დაცვა, არამედ სიყვარული ღვთის და ადამიანის