დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა: დარჩით სახლში საკუთარ თავთან მარტო ამ წმინდა დიდმარხვაში, ესაა უდაბნო!

გვიხარია, გადავრჩითო. ჩვენმა ჯანდაცვის უწყებების პრევენციულმა ზომებმა სხვა ევროპული ქვეყნებისას აჯობაო, ესეც გავიგეთ. ისიც გავიგეთ, რომ სახელმწიფოს მადლობები ერთ გვერდიან ტექსტში 2/3-ჯერ უნდა მოვუხადოთ. მაგრამ, როგორც გვჩვევია ხოლმე, საფრთხის შეფასება ბოლომდე გვიჭირს და მოცემულობით ვართ კმაყოფილნი…

ჩინეთის, იტალიის, ესპანეთის მაგალიეთები, აგერ გერმანიაც. 1 კვირის წინ 200 ინფიცირებული არ ჩაითვალა დიდი საფრთხედ და დღეს 20,000-ს გადააჭარბა. მსოფლიოში ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ადამიანი კვდება ამ ვირუსით. მართალია, სხვა სენით დაავადებულნი და ასაკავნები, მაგრამ ვიღაცის დედები და მამები, ბებიები და ბაბუები, უბრალოდ ადამიანები.
უკვე საქართველოშიც გვაფრთხილებენ, რომ ინფიცირებულთა ზრდა გარდაუვალია(!). ჩვენი გაუთრთხილებლობა, უყურადღებობა, უპასუხისმგებლობა, სიფრთხილის არქონდა და ვითომ რწმენით „თამაში“ და „ბრძოლა“ შესაძლოა (გარდაუვალიც კი) ადამიანების სიცოცხლის დასრულებით დამთავრდეს. მაინცდამაინც ჩვენი ახლობლები და საყვარელი ადამიანები უნდა გარდაიცვალონ, რომ შესაბამისი და ადეკვატური ზომები იქნეს მიღებული?! თან რა, გეგონება ვინმე რწმენას ებრძოდეს, ან ქრისტეს და ქრისტიანობას, ან ვინმე ბღალავდეს მის სახელს… არა, ეს გამოწვევა, ქრისტიანებისთვის განსაცდელი, შესაძლოა, სამაგალიტოც იყოს, თუ როგორ უნდა გავერთიანდეთ ლოცვით… და რომელ ტაძრებში, იმ ქვისა და ბეტონისაში? სადაა ჩვენი სულიერი ტაძარი? ნუთუ არ შეიძლება სახლიდან, უდაბნოდან, მარტოობაში, სიცარიელეში განვადიდოთ უფალი და შევავედროთ მას ჩვენი კაცობრიობის ხსნა?! ნუთუ ქრისტე მოგვთხოვს იმას, რომ ამით ჩვენი თანამოქალაქენი, თვით მისი მსგავსნნი ადამიანნი დავიცავით საშინელი სენისგან (ვისუსისგან) და მისი მომაკვდინებელი თვისებისგან? ნუთუ სიცოცხლე არად ფასობს? ქრისტემ, რომელმაც ჩვენთვის თავი გაწირა, გაწირა არამხოლოდ ხვალინდელი დღისთვის (მოეცა ჩვენთვის სიცოცხლის ხსნა), არამდედ დღეს და ახლა, ჩვენთვის აქ, ამქვეყნად. თან გვითხრა: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ (მათე 25,40). და რას ვუკეთებთ ჩვენს დებსა და ძმებს ჩვენი უპასუხისმგებლობით? ვწირავთ მათ სიკვდილისთვის (?). ყოველი ჩვენი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო ქმედებით ვხდებით მონაწილენი უფრო დიდი კატასტროფისა — ძმათა სიკვდილისა.

დარჩით სახლში, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დარჩით სახლში საკუთარ თავთან მარტო, ამ წმინდა დიდ მარხვაში, ესაა უდაბნო — მარტოობაში სულის ზრდა — და ამით გაუკეთეთ სიკეთე საკუთარ თავსაც და სხვებსაც. დარჩით სახლში, არა შიშის გამო, არამეს სიყვარულისთვის, მოყვასის სიყვარულისთვის. დარჩით სახლში, არა სიზარმაცისა და უსაქმურობისთვის, არამედ სიფრთხილით სამყაროზე ზრუნვისათვის.

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

banner
წინა სტატიაშიგონიერი ადამიანი ხვდება რომ უმთავრესი არა ღვთიმსახურების რიტუალიზმია და ტიპიკონების დაცვა, არამედ სიყვარული ღვთის და ადამიანის
შემდეგი სტატიაპატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული მოძრაობა თბილისის მასშტაბით საქველმოქმედო პროექტს“ შენ გვერდით ” იწყებს