გონჩარენკო: რუსეთს კვლავ სურს საქართველოზე სრული კონტროლი და ჯერჯერობით შეუძლია კიდეც

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლეკსი გონჩარენკო რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვის გაუქმებას გამოეხმაურა. ის აღნიშნულ მოვლენას სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

“პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთს კვლავაც სურს საქართველო სრულებით თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს და ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა აქვს კიდეც. სამწუხაროა”. – წერს გონჩარენკო Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: ეს არის საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი
შემდეგი სტატიარუსეთში, რეზერვში მყოფ მოქალაქეებს სამხედრო მომზადებაზე გაიწვევენ