გომელაური: მაჩალიკაშვილი მოტყუებით მიიყვანეს იქ თემაში, ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 18:30

გომელაური: მაჩალიკაშვილი მოტყუებით მიიყვანეს იქ თემაში, ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება

“ყველა, ვინც იქ დაიღუპა, ვინც იყო ჩატაევის გვერდით, იმის ოჯახიც საუბრობდა ზოგი ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგი გერმანიაში. რატო არ მეკითხებით მაგაზე, არ გრძნობ პასუხისმგებლობას ჩატაევის სიკვდილზე ან მის თანმხლებ პირებთან ერთად? არ შეიძლება ესე… მათი გუნდის წევრი იყო ერთ-ერთი ელემენტარულად, მარა ეს ადამიანი, ეს ბავშვი იყო ჩათრეული, ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მოტყუებით მიიყვანეს იქ თემაში და იქ ადამიანი რასაც ის წერდა, რომ ავიფეთქებ თავს… 18 წლის ბავშვი იყო, ის იყო ბავშვი, ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება, ნაომარიც, მეომარიც და ა.შ. და ეს ადამიანი იყო პატარა ბავშვი, მე სულ ხაზს ვუსვამ ხოლმე. ჩათრეული იყო და ყველაზე ადვილად შეიძლება გააკეთებინო არასრულწლოვან ადამიანს, 17-15 წლის ადამიანს თუნდაც კრიმინალური მიმართულებით, ვიდრე 30 და 40 წლის კაცს, ხომ? ჩვეულებრივი თემაა, ყველა ვიყავით ბავშვები, ყველა ვიყავით პატარები და გვყავს ვთქვათ დები ან ძმები ან შვილები. ”-შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც პანკისში სპეცოპერაცია ჩაატარა, იმ დროს სწორედ ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა.

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 18:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,912
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics