გომელაური: ატოცში დღესდღეობით ესკალაციის საფრთხე არაა, სრულად ვაკონტროლებთ მდგომარეობას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სოფელ ატოცში „ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არანაირად არ არსებობს“ და მდგომარეობას სრულად აკონტროლებენ.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან ხალხს და ჟურნალისტებს მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებენ:

“ერთი თვის წინ დააყენეს რკინის ბოძები, დღეს მოვიდნენ და უკვე რკინის ცხაურების, ე.წ. “სეტკის“ გაკვრა დაიწყეს ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება“, – ამბობს ის.

გომელაურის თქმითვე, აბსურდია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფები გადადიოდნენ:

„გუშინ და გუშინწინ იყო განცხადებები, თითქოსდა ჩვენი სპეცდანიშნულების ჯგუფები გადადიოდნენ, ზვერავდნენ – რა თქმა უნდა, ეს აბსურდი იყო, არანაირი ჩვენი სადაზვერვო და სპეცდანიშნულების ჯგუფები გადასვლას არ ცდილობდნენ. ვიცით, რომ მათ პირიქით დაარღვიეს და გადმოვიდნენ ჩვენ მხარეს რამდენიმე ხნის წინ“, – ამბობს შს მინისტრი.

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს, 19 ოქტომბერს, საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები განაახლეს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო – სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების ქმედება წარმოადგენს პროვოკაციას
შემდეგი სტატიამაკკეინის ინსტიტუტმა საოკუპაციო ხაზის გავლების ამსახველი დეტალური რუკა შექმნა