გომბორის უღელტეხილთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-თელავის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, გომბორის უღელტეხილთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასაწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს 14 მილიონიან თაღლითურ სქემაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბოსფორის ხიდზე სროლები და მშვიდობიანი მოქალაქეები (“სიენენის” ვიდეო)