გოლეთიანი: დღესაც იქნება ის ხმაური, რაც გუშინ იყო

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ სოფელ გუმათში აღმართულ ბარიკადებზე ხელების დატყმასა და ხმაურს დღესაც გეგმავენ.

“რა თქმა უნდა, ამ პროტესტს გავაგრძელებთ იმ ფორმით, რაც გუშინ ვთქვით და დღესაც იქნება ის ხმაური, რაც გუშინ იყო, მათ შორის, მთელი ღამის განმავლობაში იქნება აუცილებლად.

რაც შეეხება ხვალინდელ გეგმას, ჩვენ რაღაც ინფორმაცია მოგვივიდა, რომ სამუშაო შეჩერებულია, ანუ კომპანიას დღეს არ უმუშავია. სამწუხაროდ, ეს რამდენად მართალია ვერ გადავამოწმეთ,მაგრამ ეს ჩვენი თვალით უნდა ვნახოთ”, – ამბობს გოლეთიანი.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: საქართველოში 5 პირს დაუდასტურდა ინდური შტამი, აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: სინოფარმა მოიცავს და ფარავს იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ მსოფლიოში