გოლეთიანი – დაგვიბრუნდეს სამართლიანი უფლება, გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი

სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველების პროტესტი გრძელდება, გზა სამართალდამცავებს რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი. აქტივისტები ითხოვენ, რომ სამართალდამცავებმა სოფელ ნამახვანში დაბრუნების უფლება მისცენ.

“დაგვიბრუნდეს ჩვენი სამართლიანი უფლება იმის, რომ გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი კარვებში, როგორც ამას ვაკეთებდით 169 დღეა, იცით, რომ რაც ახალი დირექტორი მოვიდა ხეობაში, მერაბ ლომინაძე, იმის შემდეგ დაიწყეს რეპრესიული მოქმედებები ხელისუფლების ჩვენთან და პრაქტიკულად ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლება აგვეკრძალა, რომ მშვიდობიანად პროტესტი გამოვხატოთ.

ვითხოვთ ნამახვანისკენ მოგვეცეს გადაადგილების საშუალება, თუ ისინი ამას არ დააკმაყოფილებენ, ვფიქრობ, ამაზე საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ექნება, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ადეკვატური ნაბიჯები გადმოდგან ჩვენი მიმართულებით”, – თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

სოფელ გუმათში შეკრებილები ამბობენ, რომ პროტესტი მშვიდობიანია, ისინი არ აპირებენ ძალის გამოყენებას, თუმცა ხელისუფლების გონივრული ნაბიჯების იმედი არ აქვთ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – პოლიტიკურ კრიზისს და პროცესს ვინც აჭიანურებს, ამ ქვეყანას მტრობს
შემდეგი სტატიაბარამიძე – ამჟამად „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ მოლაპარაკებებში არ არის ჩართული