ალეკო ელისაშვილი – პოლიტიკურ კრიზისს და პროცესს ვინც აჭიანურებს, ამ ქვეყანას მტრობს

პოლიტიკურ კრიზისს და პროცესს ვინც აჭიანურებს, ამ ქვეყანას მტრობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„სხვა არაფერზე აღარ შეიძლება ლაპარაკი, რადგან ისედაც ღარიბი და საცოდავი ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისის შედეგად კიდევ უფრო ღარიბდება. ჩვენ ნახევარი წელია იმაზე არ ვლაპარაკობთ, რაზეც რეალურად უნდა ვსაუბრობდეთ – გაჭირვებაზე, ხალხის პრობლემებზე, ეკონომიკაზე, პანდემიაზე. იმაზე ვსაუბრობთ – პარლამენტში შეხვალ, არ შეხვალ. ეს რაუნდი, ის რაუნდი, შეხვდები, არა. ეს ყველაფერი უხერხულია. ვიღაცამ უნდა გაიაზროს, რომ კომპრომისი საჭიროა და რაღაცის დათმობას ნიშნავს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გუმათის დასახლებაში გრძელდება
შემდეგი სტატიაგოლეთიანი – დაგვიბრუნდეს სამართლიანი უფლება, გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი