ბარამიძე – ამჟამად „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ მოლაპარაკებებში არ არის ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტიორების დახმარებითა და მედიაციით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

მისივე თქმით, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ მოლაპარაკებებში არ არის ჩართული.

„გვაქვს იმედი, რომ დაისმევა ისეთი საკითხები, როგორიც არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც ქვეყანაში მოაგვარებს პოლიტიკურ კრიზისს. ამჟამად „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ მოლაპარაკებებში არ არის ჩართული, არც ცალკე ევროკავშირისა, თუ აშშ-ის საელჩოსთან, არც მითუმეტეს „ქართულ ოცნებასთან“.

ჩვენ არაფერი გვაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია არის ჩართული ინდივიდუალურ დიალოგში, ყველას აქვს უფლება, შეეცადოს, თვისი გზით იაროს, მაგრამ იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ყველას აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგელობა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე, ყველა იქნება ერთგული იმ სიტყვისა, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

გვინდა, საერთო ძალისხმევაში ყველას ვუსურვო წარმატება, რომელიც მიმართული იქნება ვადამდელი არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებისკენ. ამის აუცილებელი პირობა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. თუ კი სამართლიან არჩევნებზე და სამართლიანი, კონკურენტული გარემოს შექმნაზეა საუბარი, ეს უნდა გულისხმობდეს მიხეილ

სააკაშვილისთვის და სხვა პოლიტდევნილებისთვის უფლების და საშუალების მიცემას, რომ მან თავის პარტიასთან ერთად საქართველოში შეძლოს პოლიტიკურ პრიცესებში ჩართვა და ერთობლივი მოქმედებები თავის პარტიასთან, თავის გუნდთან ერთად, ასვე უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა სხვა პოლიტიკური ლიდერებისა, მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში არჩევნებისთვის ნორმალური პირობები შეიქმნას“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიგოლეთიანი – დაგვიბრუნდეს სამართლიანი უფლება, გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი
შემდეგი სტატიადაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ