გოგი წულაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

თავად ბრალდებული გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა.

წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა გოგი წულაია ორი დღის წინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

banner
წინა სტატიაშირატიანი – ნებისმიერ დროს შესაძლებელია, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას