ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში 1828 რესპონდენტია გამოიკითხული.
პირველი რეგიონი, სადაც ამ დროისთვის პოლიტიკური დაპირისპირებების ყველაზე მაღალი ტემპერატურაა – ქვემო ქართლია: ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქი.
შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას – კვლავ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქში პასწუხები ასეთია:
გოგი მეშველიანი “ქართული ოცნება” – 50,7%.
კახა ოქრიაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – 44,1%.
გიორგი ჭელიძე (ლელო) – 4,3%.
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 0,9%.
ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას – აღნიშნულ შეკითხვაზე 67% ამბობს, რომ ხმას “ქართული ოცნებას” მისცემდა.
23,3% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”, 4,3% – “ერთიან საქართველოს”, 2,5% – “პატრიოტთა ალიანსს”, 1,3% – “ლელოს”, 0,8% – “ევროპული საქართველოს”, “თავისუფალ დემოკრატებს” კი, – 0,8%.
შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში? – 71% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.
ალბათ მივიღებ მონაწილეობას – ამას გამოკითხულთა – 18% ამბობს.
50/50-ზე -7%. არ მივიღებ მონაწილეობას – ამას კი გამოკითხულთა – 4% აცხადებს.
სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.
ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.
კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.