მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდის თაღის რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 ივნისს 00:00-დან 06:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის ქვედა მხარეს, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.

სამუშაოებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეზღუდვები პერიოდულად იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაში„ვრეკავ და აღარაფერია“ – ვალეში დედა, დონბასიდან შვილების ზარს ელოდება
შემდეგი სტატიაგოგი ხოშტარიას ჰონორარის მიღება დააკავშირო რაიმე სხვა მოტივაციასთან, ეს არის აბსოლუტური უზნეობა – ჯაფარიძე