გოგი გვახარია: მელია ბევრად უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ივანიშვილი

რბილად რომ ვთქვათ უხერხულია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების ”მითითებით” რომ ხსნით. ამით კიდევ ერთხელ აღვიძებთ რუსულ ძალებს, ”ამერიკის მონებიო”, ამას რომ გვაბრალებენ

სინამდვილეში ყველაფერი მარტივია: ხელუისუფლება იმედოვნებდა რომ პარლამენტში. გუშინდელი სამარცხვინო სცენის შემდეგ , მელიას დაცვაზე უარს იტყოდნენ ახალგაზრდები რუსთაველზე, ოპოზიციაში იქნებოდა უთანხმოება და საპროტესტო ვნებები დაცხრებოდა. შესაბამისად დასრულდებოდა აქციები გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ნუ გვავიწყდება, რომ 2012 წლიდან დღემდე ყველაფრის დაშლა და დასუსტება ბიძინა ივანიშვილის ვნებაა, რომელიც მას აქამდე უნარჩუნებს ძალაუფლებას.
.
მაგრამ როგორც ვნახეთ ასე არ მოხდა. მელია ბევრად უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენს მიერვე ბრძენად მონათლული ივანიშვილი (თავისი ტრიუკებით) – ის არ მივიდა მიტინგზე და არ შეუშალა ხელი აქციას, გაითვალისწინა რა რომ თავისი მისვლით დაანგრევდა ამ ჯერ კიდევ ძალიან მყიფე სამოქალაქო ერთობას.

ასეთ სიტუაციაში სასწრაფოდ გათამაშდა სიუჟეტი ობიექტურ სასამართლოზე. თუმცა რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილზეც კი – როგორც წიგნიერ, ნიცშეს მოყვარულ კაცზე – იმოქმედა გუშინდელმა სცენამ პარლამენტში. იფიქრა ალბათ ბატონმა ბიძინამ, 92 მონა საშიშია, რადგან მონების ნდობა არ შეიძლება. მითუმეტეს, უნიჭო მონებისაო:)
თავიდანვე როგორ ვერ მიხვდით ამას, ბატონო ბიძინა, პატარაშალვების იმედზე როგორ იყავთ?

კინომცოდნე გოგი გვახარია

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების მაღალი ინტერესი მიმდინარე მოვლენების მიმართ – პრემიერი ჟურნალისტებს შეხვდება
შემდეგი სტატიადროებით ეკრძალება საჯარო განცხადებების გაკეთება – მელიას საქმის პროკურორი