საზოგადოების მაღალი ინტერესი მიმდინარე მოვლენების მიმართ – პრემიერი ჟურნალისტებს შეხვდება

region
ავტ.: region ივნისი 27, 2019 17:23

საზოგადოების მაღალი ინტერესი მიმდინარე მოვლენების მიმართ – პრემიერი ჟურნალისტებს შეხვდება

საქართველოს პრემიერი 19:00 საათზე ჟურნალისტებს შეხვდება. როგორც მამუკა ბახტაძის განცხადებაშია ნათქვამი, ის მზად არის მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხოს.

პრემიერმა საკუთარ განცხადებაში ისიც განმარტა, თუ რა მიზეზით არ მივიდა დღეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინა.

„ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან.

“შესაბამისად, მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს, ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

region
ავტ.: region ივნისი 27, 2019 17:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics