დროებით ეკრძალება საჯარო განცხადებების გაკეთება – მელიას საქმის პროკურორი

დროებითი ეკრძალება საჯარო გამოსვლები საჯარო განცხადებების გაკეთება – აცხადებს ნიკა მელიას საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი. გულუაშვილი იმ იმ შეზღუდვებს განმარტავს, რომელიც გირაოსთან ერთად, ნიკა მელიას დაუწესდა.

„ნიკანორ მელია ვალდებულია საკუთარი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა ყველა დოკუმენტი ჩააბაროს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეუშლის მას ხელს კანონიერად გადაკვეთის საქართველოს საზღვარი და დატოვოს საქართველოს ტერიტორია. იგი ვალდებულია იმყოფებოდეს მის საცხოვრებელ სახლში და სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე და წინასწარი ინფორმირების გარეშე არ დატოვოს მისი საცხოვრებელი სახლი. მას დროებით ეკრძალება საჯარო გამოსვლები საჯარო განცხადებების გაკეთება და ამასთან ერთად ეკრძალება ყოველგვარი კომუნიკაცია იმ პირებთან, რომლებიც წარმოადგენენ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში“ – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორი ამბობს, რომ სასამართლოს კონკრეტული არგუმენტები და მიზეზები არ განუმარტავს, თუ რას დააყრდნო საკუთარი გადაწყვეტილება და რატომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ნიკა მელია დაკავებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგოგი გვახარია: მელია ბევრად უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ივანიშვილი
შემდეგი სტატიალევან იზორია – მიმდინარეობს კონკრეტული გეგმის შემუშავება, რომ ნატო-ს მხრიდან რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მეტი უსაფრთხოება