ავტოსაგზაო შემთხვევას ფოთში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი გრიგოლ კოკაიას ხეივანში ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისასადილოს ინციდენტი – ზაზა სარალიძე შსს-ს გენინსპექციაში მივა
შემდეგი სტატიაგოგაშვილი-მიქაიას სკანდალური ჩანაწერი და ვაჭრობა მოწმესთან – კილაძე პროკურატურას მიმართავს