გოცირიძე: ან მინისტრები ყოფილან შემოპარული ნაციონალები, ან მე ვყოფილვარ ფარული ქოცი

gociridze

gociridze„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წარმომადგენელი რომან გოცირიძე „ფეისბუქში” „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” შესახებ წერს.

„გირჩელებმა ბიძინას მოახსენეს: ის დროც დადგება, როცა გოცირიძე, ხადური და ქუმსიშვილი გამართავენ ჩვენთან დებატებსო.

როგორც ხედავთ, რომაული პანთეონის ავენტინური ტრიადის ქოცური ცრუ-ღმერთების (იგივე ცრუ-მინისტრების) კატეგორიაში გამიყვანეს.

ბიძინამაც იძახა ამ თავყრილობაზე, არ მოვიდა გოცირიძე, არ დაგვაფასაო, ანუ გირჩელივით თავაზიანად არ გვექცევაო, მაგრამ ღრმა საგონებელში კი ჩავარდებოდა კაცი. რატომ მომიხსენიეს მე მისი საყვარელი მინისტრების გვერდით? ან მინისტრები ყოფილან შემოპარული ნაციონალები, ან მე ვყოფილვარ ფარული ქოცი, ან “გირჩი” არ არის ის, ვინც ჰგონია, რომ იქნებოდა.

არა, ნამდვილად ზედმეტი თავსატეხია ერთი ადამიანისათვის”- წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში98 წლის ასაკში ნოე ჟორდანიას ქალიშვილი ნათელა ჟორდანია გარდაიცვალა
შემდეგი სტატია20 ივნისს კრების საღამოს სესიაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებები მოხდა