გოცირიძე: ეს არის პარტიის აღორძინების ყრილობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭო ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტდა.

ამის შესახებ გოცირიძემ „ნაცმოძრაობის“ ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“დღევანდელი ყრილობა არის პარტიის აღორძინების ყრილობა. პოლიტსაბჭო ბრძოლისუნარიანი ადამიანებით დაკომპლექტდა. პოლიტსაბჭოში არის ცოდნა, საღი აზრი, გამოცდილება, კომპეტენცია და ახალგაზრდული ენერგია. ამ პარტიას შესწევს ძალა, გაიმეოროს ის, რაც ერთხელ უკვე გააკეთა, როცა წუმპეში მყოფი, არშემდგარი ქვეყანა ევროპულ სახელმწიფოდ აქცია“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა სპორტის სასახლეში გაიმართა.

banner
წინა სტატიაში(Video) პრემიერი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტს წარმატებულს უწოდებს – „სულ მალე კონკრეტული შედეგები გვექნება“
შემდეგი სტატია“პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია”-ვანო მერაბიშვილი